03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
გაფიცვის მეშვიდე დღე - მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ მიმდინარეობს

რკინიგზელების გაფიცვის მეშვიდე დღე. მოლაპარაკებები ისევ უშედეგოდ მიმდინარეობს.

მორიგი მოლაპარაკება პროფკავშირებსა და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის გაფიცულებთან ორი სხვადასხვა შეთანხმების წარდგენით დასრულდა, რომლებზეც აქციის მონაწილეები არ დათანხმდნენ.

მათი თქმით, სანამ შეხვედრიდან რკინიგზის წარმომადგენელი მიღწეული შეთანხმების წარსადგენად მივიდოდა, ადმინისტრაციამ მათ სხვა საკითხებზე მომზადებული ბრძანება წარუდგინა, სადაც მოთხოვნების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო გათვალისწინებული. გაფიცულმა რკინიგზელებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის საქციელი მოლაპარაკებების პროცესში რკინიგზის როლის დისკრედიტაციაა.

გაფიცულმა რკინიგზელებმა ასევე განმარტეს, რომ ადმინისტრაციამ აზერბაიჯანიდან მემანქანეები ჩამოიყვანა და მათი მივლინების ფულს სრულად ფარავს. 

შეგახსენებთ, რომ რკინიგზელების გაფიცვას საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც შეუერთდნენ. მათი ძირითადი მოთხოვნა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, ხელფასების გაზრდა, მეცამეტე ხელფასის გაცემა და ანაზღაურების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დაწესებაა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები