03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
1000 დოლარის ქრთამის აღების ფაქტზე ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მოქალაქისგან მისთვის სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ გადაცემაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 1000 აშშ დოლარი აიღო.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით.

დღის ამბები