03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ნეპოტიზის ახალ ფაქტებს ააშკარავებს

"ნაციონალური მოძრაობა" ნეპოტიზის ახალ ფაქტებს ააშკარავებს. საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანაში კლანური მმართველობაა. ამის დასადასტურებლად პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა მესტიასა და ონში ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელთა ნათესაური კავშირების შესახებ წარადგინა ინფორმაცია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, თბილისის მერის მოადგილის ნინა ხატისკაცის მეუღლე კაპიტონ ჟორჟოლიანი მესტიის გამგებლად დაინიშნა. ჟორჟოლიანის ბიძა კი მესტიის საკრებულოს წევრი და ფრაქციის თავმჯდომარეა.

კიდევ ერთი დოკუმენტი ნათესაური კავშირების შესახებ ირმა ნადირაშვილმა მესტიის მაჟორიტარ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეზე წარადგინა.

ნადირაშვილის თქმით, ჯაფარიძის რძალი ნელი ნავერიანი მესტიის გამგებლის პირველი მოადგილეა. გარდა ამისა, მისი ნათესავები მესტიის გამგეობაში სოციალურ, საფინანსო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებსაც ხელმძღვანელობენ.

ნადირაშვილის თქმით, ჯაფარიძის ნათესავი ხელმძღვანელობს გამგეობის აპარატსაც.

დღის ამბები