03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
ნარმანია "სინათლის ქალაქის" ტენდერში გამარჯვების გარემოებებს განმარტავს

ქალაქის მერმა კომპანია "სინათლის ქალაქზე" განმარტებები გააკეთა. "სინათლის ქალაქი" უკვე მეექვსე წელია თბილისს წინასაახალწლოდ რთავს. ამის შესახებ სიუჟეტი გუშინ "კურიერმა" მოამზადა. 

დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ "სინათლის ქალაქი" 100 პროცენტით მუნიციპალური კომპანიაა და ის ერთადერთია, რომელიც მონაწილეობდა თბილისის საახალწლოდ მორთვის ტენდერში.

დავით ნარმანიამ ეს განცხადება დავით ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების დროს გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის 41 ქუჩაზე გზის კაპიტალური სამუშაოები მიმდინარეობს. დედაქალაქის ათივე რაიონში კი გზებზე დამატებით ტარდება ფრაგმენტული შეკეთება.

ამავე თემაზე
დღის ამბები