03 ოქტომბერი 2024,   13:08
ვრცლად
„სტაჟიორი - XXI საუკუნის მონა“ - აქცია თბილისში (ფოტო)

”სტაჟიორი - XXI საუკუნის მონა" - ამ სახელწოდების აქცია-პერფორმანსი გაიმართა დღეს პარლამენტის შენობასთან.

სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლებმა შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა მოითხოვეს. მათი თქმით, სტაჟირება შრომით ურთიერთობად უნდა განიხილებოდეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, უკვე შემუშავებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელსაც პარლამენტს წარუდგენენ.

დღის ამბები