03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
სოფელ მოხეში შენობაზე ისევ დავობენ

საკითხი, რომელმაც სოფელი მოხე ორად გაყო, კვლავ ღიად რჩება. ადგილობრივების ნაწილი ბიბლიოთეკის აშენებას, მუსლიმები კი მეჩეთის აღდგენას ითხოვენ.

სოფელ მოხეში დღეს რელიგიის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ. რამდენიმესაათიანი შეხვედრის მიუხედავად მოლაპარაკების მონაწილეებმა კონკრეტული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. სადავო შენობის ბედს, სავარაუდოდ, სპეციალური კომისია გადაწყვეტს. თუმცა, მანამდე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის დასადგენად შენობას ისტორიკოსები და არქიტექტორები შეისწავლიან.

ადიგენის რაიონში ამ სადავო შენობის გამო მდგომარეობა პერიოდულად იძაბება. შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილების გამო საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. დაუმორჩილებლობის ბრალდებით სამართალდამცველებმა რამდენიმე პირიც დააკავეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი სამუშაოები დროებით შეაჩერა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები