03 ოქტომბერი 2024,   13:13
ვრცლად
ხანძარი ხელვაჩაურის რაიონში

საცხოვრებელი სახლი დაიწვა ხანძრის შედეგად ხელვაჩაურში რაიონში. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციათა სამსახურის რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა,

ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე, მისი ლიკვიდაცია მეხანძრეებმა დროულად ვერ შეძლეს. საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გაუმართავი ელექტროსადენები სახელდება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები