03 ოქტომბერი 2024,   13:13
ვრცლად
"NO ლარ ხადური" - "თავისუფალი ზონის" აქცია ხადურის წინააღმდეგ [ფოტოკოლაჟი]

სასტუმრო "ძველ თბილისთან" ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს „თავისუფალი ზონის“ წევრები საპროტესტო აქციით დახვდნენ.

„პენსიები პრემიების ნაცვლად,“ „სად არის 220 ლარიანი პენსიები,“ - ამ და სხვა შინაარსის ტრანსპარანტებით აქციის მონაწილეები ლარის გაუფასურებასა და ხელისუფლების საპენსიო პოლიტიკას აპროტესტებენ.

სასტუმრო "ძველ თბილისში" ნოდარ ხადური "ღია მმართველობის" ფარგლებში საზოგადოებას თავისი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. მინისტრი ღონისძიებაზე უკვე მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეებს არ შეხვედრია, ის შენობაში სხვა შესასვლელიდან შევიდა. 

დღის ამბები