03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
საქართველოში ტურიზმის განსავითარებლად ეროვნული სტრატეგია შემუშავდება

საქართველოში ტურიზმის განსავითარებლად ეროვნული სტრატეგია შემუშავდება. დღეს ამ პროექტზე მუშაობა ოფიციალურად დაიწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2025 წლამდე ტურიზმის განვითარებისთვის განსახორციელებელ პროექტებზე შესაბამის უწყებებთან და მსოფლიო ბანკთან ერთად იმსჯელებს.

სტრატეგიის მთავარი მიზანი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი მარშრუტების შექმნა, მარკეტინგული გეგმის შედგენა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის ხელმისაწვდომობა იქნება. სტრატეგიის შემუშავება მომავალი წლის მარტის თვემდე უნდა დასრულდეს.

დღის ამბები