03 ოქტომბერი 2024,   13:14
ვრცლად
რატომ დგას რიგები მომსახურების სააგენტოებში?

მართვის მოწმობის აღების მსურველები საათობით ელოდებიან, რომ 15 დეკემბრამდე მოასწრონ გამოცდის ჩაბარება, რადგან თეორიულ გამოცდაში ცვლილებები შედის.

თეორიულ გამოცდაში დაგეგმილი ცვლილებების გამო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა უპრეცედენტოდ დიდია.

რუსთავის მომსახურების სააგენტოში ბოლო ერთ კვირაში თეორიული გამოცდაზე 5 500-მა მსურველი მივიდა. ასეთივე ხალხმრავლობაა რეგიონებშიც.

სიახლის მიხედვით, თეორიული გამოცდის ელქტრონულ ვარიანტში შეცვლილია ტესტების ვიზუალური მხარე. ბილეთებს დაემატა სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები.

ამ ეტაპზე ცვილებები არ შეეხება პრაქტიკულ გამოცდას. თუმცა სამომავლოდ სიახლეები ამ მიმართულებითაც იგეგმება.

დღის ამბები