03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
7 თვეში თვითმმართველობებიდან 884 მოხელე გათავისუფლდა - ISFED

7 თვის განმავლობაში საქართველოში მხოლოდ თვითმართველობებიდან 884 მოხელე გაათავისუფლეს.

კვლევას თემასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები" აქვეყნებს.

კვლევა თვითმმართველ ორგანოებში თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაიწყო და 7 თვის მონაცემებს მოიცავს. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ გათავისუფლებული 884 მოხელიდან 434-მა სამსახური პირადი განცხადებით დატოვა.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში არ არიან ასახული რწმუნებულები და ის მოხელეები, რომლებიც მოგვიანებით კვლავ თვითმმართველ ორგანოებში დასაქმდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები