03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
პატრიარქი ბანკების ხელმძღვანელებს მიმართავს

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი საქართველოში ბანკების ხელმძღვანელებს მიმართავს და მოუწოდებს, გაითვალისწინონ იმ კლიენტების მდგომარეობა, რომელთაც კრედიტების გადაუხდელობის გამო სახლებს ართმევენ.

„მე მინდა შევეხო იმ გაჭირვებულ ხალხს, რომელთაც სესხი აიღეს და ბანკს გამოჰყავს სახლიდან. მინდა ვთხოვო ყველა ბანკის ხელმძღვანელს, რომ ზამთარში მაინც ნუ გააკეთებენ ამას. იქნება ისეთებიც იყოს, რომ ან აპატიონ ან რაღაც დაეხმარონ,“ - ეს განცხადება პატრიარქმა სიონის ტაძარში ქადაგებისას გააკეთა. 

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს.

დღის ამბები