03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
ოლიმპიურ ქალაქში გარდაცვლილი მშენებელია

თბილისის ზღვაზე ოლიმპიური კომპლექსის მშენებლობაზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 9 კი დაშავდა. სავარაუდოდ, მშენებლობაზე დასაქმებულებს დენმა დაარტყა.

თვითმხილველების ცნობით, ინციდენტი დენის გადამცემ ხაზზე რკინის ხარაჩოს გამოდებამ გამოიწვია, რის შედეგადაც ხარაჩომ დენი გაატარა.

ადგილზე იმყოფებიან „თელასის“ წარმომადგენლები, რომლებმაც განმარტეს, რომ გადამცემში მაღალი ძაბვა არ გადიოდა და დაშავებულმა და გარდაცვლილმა მოქალაქეებმა უსაფრთხოების ზომები არ დაიცვეს. 

„ჰუალინგ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თინათინ შიშინაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი მუშა კომპანია „ფრან ჯეოს“ თანამშრომელია.

დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა დაშავებული მკურნალობას სტაციონარში გადიან.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები