03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
კამპანია „არა ძალადობას“ რელიგიური გაერთიანებები შეუერთდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით წამოწყებულ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას ინტერრელიგიური ჯგუფი უერთდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ინტერრელიგიური ჯგუფის სხდომაზე, რომელშიც გაერთიანებულნი არიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქვეყანაში მოქმედი 10 რელიგიური კონფესია, გადაწყვიტეს მოცემული პრობლემის დასაძლევად ერთობლივი ქმედებები განხორციელდეს.

ამასთან დაკავშირებით, გაიმართა კონფერენცია - "რელიგიები ძალადობის წინააღმდეგ", რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიას " არა ძალადობას!" ეხმიანება.

კონფერენცია საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა და მას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები