03 ოქტომბერი 2024,   13:08
ვრცლად
სიცოცხლისთვის საშიში წყალი - დაინფიცირებული ათობით მოქალაქე

სიცოცხლისთვის საშიში წყალი - ალბათ გაგიკვირდებათ მაგრამ ეს საქართველოა. ტერმინი განსაკუთრებით აქტუალური სამტრედიის სოფლებშია, სადაც მოსახლეობა ბავშვებს მაღაზიაში ნაყიდ წყალს ასმევს, ხოლო ათობით მოქალაქე მოწამლულია.

წყლით მოწამლულთა ნაწილი სახლში, ხოლო ნაწილიც საავადმყოფოში მკურნალობს. სოფელებში წყლის პრობლემის მოგვარება 2015 წლიდან უნდა დაიწყოს, - ეს მთავრობის გეგმაა. წლების წინ მთაში მოწყობილი წყლის ავზები თვეებია აღარ მუშაობს. მიზეზად სისტემის მწყობრიდან გამოსვლა სახელდება.

დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შარშანაც უნდა მომხდარიყო და 35 ათასი ლარიც გამოიყო, თუმცა ილია მჟავიამ სოფელ ტორების მაჟორიტარმა დეპუტატმა არ იცის მოხმარდა თუ არა თანხა ამ მიზანს.

სამტრედიის გამგებელი ვალერი ფოცხვერია ამბობს, რომ სოფლის წყალგაყვანილობის სისტემაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი ხელისუფლებაა. თუმცა არ ადასტურებს რომ მოსახლეობის მასობრივი მოწამვლა წყლის გამო მოხდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები