03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
სკოლის შემდეგ გაყიდული სანთელი დედის დასახმარებლად

13 წლის გოგონა და მისი 10 წლის ძმა დღის უმეტეს ნაწილს ქუჩაში ატარებენ. სკოლის შემდეგ ბავშვები სანთელს ყიდიან, სიმსივნით დაავადებულ დედას რომ დაეხმარონ. მათ კიდევ სამი და-ძმა ჰყავთ. ეს მხოლოდ ერთი შემთხვევა არ არის. თბილისში ასეთ მდგომარეობაში სხვა ბევრ მოზარდსაც შენიშნავთ.

ქუჩაში მცხოვრები პატარების დახმარებას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობს, თუმცა ხშირად უშედეგოდ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ ხშირად ქუჩაში მყოფი ბავშვები მათთან გაუცხოებული არიან და არ ესაუბრებიან. სწორედ ამ მიზნით სოციალურ მუშაკებს შორის ისეთი ახალგაზრდები არიან, რომლებიც ასევე ქუჩაში ცხოვრობდნენ, თუმცა საზოგადოებაში ინტეგრაცია შეძლეს. ახლა ისინი სხვების დახმარებას ცდილობენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები