03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი საკვებში სახიფათო მიკროორგანიზმის გამოვლენის ფაქტებზე იმსჯელებს

ერთ-ერთი კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქტში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სახიფაო მიკროორგანიზმის გამოვლენის ფაქტზე იმსჯელებენ დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე.

სახიფათო მიკროორგანიზმი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგის განხორციელების დროს გაყინულ პროდუქტებში გამოავლინა.

სხდომაზე ასევე განიხილავენ საქართველოში ქათმის გაუყინავი ახალი ხორცის იმპორტთან დაკავშირებით შესაძლო კანონდარღვევების საკითხს.

ის იმპორტიორების მიერ პროდუქტის შენახვის, შეფუთვის და ტრანსპორტირების მოთხოვნების შეუსრულებლობას შეეხება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობა სხდომამდე კომენტარს არ აკეთებს.

დღის ამბები