03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ გაანათა

ბარაკ ობამამ ვაშინგტონში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ გაანათა. ცერემონიას პრეზიდენტი მეუღლესთან შვილებთან და დედასთან ერთად დაესწრო და სცენაზეც იცეკვა.

საზეიმო ღონისძიებას ჰოლივუდის ვარსკვლავები ტომ ჰენკსი და რიტა უილსონიც შეუერთდნენ. ობამას თქმით, საშობაო ნაძვის ხე იმედისა და სადღესასწაულო განწყობის სიმბოლოა.

ვაშინგტონში ტრადიციულ ადგილზე, თეთრი სახლის მახლობლად, ნაძვის ხე უკვე 92-დ მორთეს. ტრადიციას საფუძველი პრეზიდენტ კალვინ კულიჯის დროს ჩაეყარა.

დღის ამბები