03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
შსს 2014 წელს საქართველოში ვიზიტორთა სტატისტიკას აქვეყნებს

2014 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოში 5 059 832 ვიზიტი განხორციელდა. ვიზიტორთა სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. იანვარ-ნოემბრის მონაცემები 1,2%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს, თუმცა უშუალოდ ნოემბრის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, 3,8%-ით ნაკლებია ქვეყანაში შემოსულთა რაოდენობა.

სამინისტრომ ვიზიტორთა კატეგორიებიც დაყო, რომლის მიხედვითაც, 11 თვის განმავლობაში ქვეყანაში შემოსული ადამიანების 41 პროცენტი ტურისტია - სულ 2 071 690 ვიზიტი; 20,2 პროცენტი - ტრანზიტი 1 023 421 და სხვა - 38,8 პროცენტი . სულ 1,964, 721 ვიზიტი.

2014 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-7%), აზერბაიჯანიდან (-0,8%), სომხეთიდან (+2,7%), რუსეთიდან (-8%) და უკრაინიდან (-8%) განხორციელდა. ასევე პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლის რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ნოემბერშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ლატვია და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად, 87%, 29%, 25%, და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (35%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ბელორუსიის მოქალაქეები 48% მატებით.

დღის ამბები