03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
თბილისის მერიამ პუშკინის ქუჩის კონკურსის პირველ ეტაპზე 11 პროექტი შეარჩია

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღსადგენად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა სულ 17-მა არქიტექტორმა მიიღო. პირველ ეტაპზე კი 11 პროექტი შეირჩა. 

ამ წუთებში პირველ ეტაპზე შერჩეული პროექტების ავტორები დედაქალაქის მერსა და შესაბამისი სამსახურების უფროსებს საკუთარ პროექტებს აცნობენ. საბოლოოდ, მერია 3 საუკეთესო პროექტიდან ერთ გამარჯვებულს შეარჩევს.

დავით ნარმანია აცხადებს, რომ კონკურსი მაქსიმალურად საჯარო იყო. ამ მიდგომამ გაამართლა და არქიტექტორების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა კონკურსის გამოცხადებას.

საკონკურსო პირობებში მთავარი მოთხოვნა იყო - ორმხრივი მოძრაობა აღდგეს ისე, რომ შენარჩუნდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

გამარჯვებული პროექტი 10 დღეში გამოვლინდება.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის მერიამ კონკურსი პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით 30 ოქტომბერს გამოაცხადა. 

დღის ამბები