03 ოქტომბერი 2024,   13:08
ვრცლად
დევნილების ხმაურიანი აქცია ნავთლუღის ქუჩაზე

ამ წუთებში ხმაურია ნავთლუღის ქუჩაზე. ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებმა დევნილებმა, რომლებსაც ლტოლვილების სამინისტრო გამოსახლებას უპირებს, ქუჩა გადაკეტეს.

ისინი სამინისტროს მიერ შეთავაზებულ წინადადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 240-მდე ოჯახმა ბინა 300 ლარად უნდა იქირავოს. სწორედ ამ თანხას სთავაზობს სამინისტრო, გამოსახლების სანაცვლოდ, დევნილებს ქირის სახით.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. ისინი ითხოვენ, რომ სამინისტრომ პირობები შეცვალოს და ქირისთვის შესაბამისი თანხა შესთავაზოს, ან მეტი დრო მისცეს ბინის მოსაძებნად.

შეგახსენებთ, რომ ლტოლვილთა სამინისტრომ დევნილებს გამოსახლება იმ მიზნით შესთავაზა, რომ შენობას გაარემონტებს და შემდეგ მათ უკან დააბრუნებს. 

დღის ამბები