03 ოქტომბერი 2024,   13:08
ვრცლად
143 000 ლარი თვენახევარში - განათლების სამინისტროს ერთი მაღალჩინოსნის შემოსავალი

143 ათასი ლარი თვენახევრის განმავლობაში, -  ეს თანხა მიიღო განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ცენტრის ერთ–ერთმა კონსულტანტმა.

ოპოზიცია ირწმუნება, რომ ალექსანდრე შელიას ანაზღაურება უმაღლესი თანამდებობების პირებთან იყო შეთანხმებული.

ბრალდებებს ხარისხის განვითარების ცენტრი გამოეხმაურა, სადაც განმარტავენ, რომ ხელფასს კონსულტანტი არა ბიუჯეტიდან, არამედ გაერო-ს ფონდის გრანტიდან იღებდა. თუმცა, გაერო-ს წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ მათ ეს თანხა სამინისტროს ზოგადად პროექტის გამნხორციელებისთვის ჩაურიცხეს და არა კონკრეტული თანამშრომლის ხელფასისთვის.  

თუმცა, ეს არგუმენტები "ნაციონალური მოძრაობისთვის" არადამაჯერებელი აღმოჩნდა და საპასუხოდ შელიასთან გაფორმებული 5 კონტრაქტი გაასაჯაროვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები