03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის აღების მსურველთა რიგები არ წყდება

მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის აღების მსურველთა რიგები არ წყდება. ხშირ შემთხვევაში ვითარების დასარეგულირებლად საპატრულო პოლიციის ჩარევა ხდება აუცილებელი.

გამოცდების ჩაბარების მსურველთათვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ ერთი განმარტება გააკეთა.

როგორც მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, პანიკის საფუძველი არ არსებობს. მათი განმარტებით, ცვლილებები შინაარს არ ეხება. ახალი 3D ვიდეო ნიმუშები კი თეორიულ გამოცდაში კანდიდატებს სწორი პასუხის შერჩევაში უფრო დაეხმარება.

ახალი ტესტებით, მსურველები მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას 15 დეკემბრიდან ჩააბარებენ. ახალი 3D ფორმატის 1741 ტესტი უკვე მზადაა. მართვის მოწმობის აღებისას ცვლილებები მხოლოდ თეორიულ გამოცდებს შეეხება. პრაქტიკულის შემთხვევაში კი საგამოცდო მოედანზე ყველაფერი უცვლელი რჩება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები