03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
ჩეჩნეთში საქართველოს მოქალაქეს ტერორიზმის მუხლით ასამართლებენ

საქართველოს მოქალაქეს ჩეჩნეთში ტერორიზმის მუხლით გაასამართლებენ. პანკისის ხეობის მცხოვრებ 20 წლის ბესლან წიწილაშვილს ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ადგილობრივი პროკურატურის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქეს მებრძოლები სირიაში გადაჰყავდა. თუმცა, ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ პანკისში.

ბესლან წინწალაშვილის უდანაშაულობის მისი ოჯახის წევრებს სჯერათ. მაგრამ, სავარაუდოდ, მათ ჩეჩნეთის სასამართლოს იგივეში დარწმუნება გაუჭირდებათ.

პანკისის ხეობელი ახალგაზრდა გროზნოს მილიციამ ტერორიზის ბრალდებით დააკავა. ოჯახი დარწმუნებული მხოლოდ იმაშია, რომ წინწალაშვილს სირიის ომთან და ტერაქტებტან საერთო არ აქვს.

დღის ამბები