03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
"მივმართავ ნარმანიას და სუბარს, დევნილები არ დატოვონ ქუჩაში," - ნიკა მელია

თბილისში, ისანში, ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებმა დევნილებმა და სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა, რომლებსაც დევნილთა სამინისტრო გამოსახლებას უპირებს, ნავთლუღის ქუჩა გადაკეტეს.

ისინი სამინისტროს მიერ შეთავაზებულ წინადადებას აპროტესტებენ. დევნილების თქმით, სამინისტრო 240-მდე ოჯახს გამოსახლების სანაცვლოდ თვეში 300 ლარს სთავაზობს ბინის დასაქირავებლად. აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციამ დაშალა.

აქციის დასრულების შემდეგ ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში შესახლებულები მოინახულა და მათი საცხოვრებელი კორპუსი დაათვალიერა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ. მან ქალაქის მთავრობას და დევნილთა სამინისტროს მიმართა, დაინტერესდნენ გამოსახლებულების პრობლემებით.

"მივმართავ ნარმანიას და სუბარს, რეალური ნაბიჯები გადადგან და ეს ხალხი არ აღმოჩნდნენ ქუჩაში საცხოვრებლის გარეშე," - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები