03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
დევნილთა სამინისტრო გამოსახლებული დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პირობას სდებს

დევნილთა სამინისტრო გამოსახლებული დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პირობას სდებს, -  ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტრო ისანში, ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქუჩა დევნილებს არ გადაუკეტავთ.

ტექსტში ნათქვამია, რომ შენობაში 130 ოჯახი ცხოვრობს, საიდანაც მხოლოდ 60-ია დევნილი, ხოლო დანარჩენები სოციალურად დაუცველები არიან.

"ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ თითოეულ დევნილს წერილობით აქვს დადასტურებული ფართის ნებაყოფლობითი დაცლა. დევნილთა და განსახლების სამინისტრო საკუთარი ხარჯებით მათ დროებით ქირით უზრუნველყოფს, ვიდრე არ მოხდება აღნიშნული ობიექტის სრული რეაბილიტაცია. სამინისტროში მომზადებულია აღნიშნული შენობის რეაბილიტაციის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომლის მოცულობა 4,2 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შემდეგ, აღნიშნულ ობიექტზე დევნილებს 160 ბინა გადაეცემა. აღვნიშნავთ, რომ ქუჩის გადაკეტვის აქციაში ამ ობიექტზე მცხოვრები დევნილები არ მონაწილეობდნენ," - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები