03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
გამოსხალებასთან დაკავშირებით დევნილებთან პრობლემები არ არის, - ამტკიცებს სუბარი

თბილისში, ისანში, ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებ დევნილებს და სოციალურად დაუცველ ოჯახეს, რომლებსაც დევნილთა სამინისტრო გამოსახლებას უპირებს, მინისტრის სოზარ სუბარის მტკიცებით, ნებაყოფლობით აქვთ ხელი მოწერილი ფართიდან გასვლის შესახებ.

სუბარის მტკიცებით, დევნილებთან პრობლემები არ არის, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დაბინავება კი მერიამ უნდა უზრუნველყოს.

"დაწერილი აქვთ ხელწერილი თავისი ნებით და მომდევნო კვირაში ვიწყებთ მათ გასახლებას. ვიწყებთ ნებაყოფლობით, ვიწყებთ ყოველგვარი ძალადობის გარეშე. პირიქით, ისინი არიან მოხარულები, რომ ზამთარს გაატარებენ ნორმალურ ბინაში, რომლის ქირის ხარჯს დაფარავს სამინისტრო და რა წუთშიც დაიცლება, იმ წუთში ვიწყებთ რემონტს. სოციალურად დაუცველებთანაც მუშაობს მერია და ისინი ნახავენ გამოსავალს, როგორ გაიყვანონ ისინი," - აცხადებს სუბარი.

სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებ დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს, სულ 240-მდე ოჯახს, გამოსახლების სანაცვლოდ სამინისტრო  ბინების დასაქირავებლად თვეში 300 ლარს სთავაზობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები