03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
გაუფასურებული ლარი - მომდევნო კვირიდან, შესაძლოა, წამლები გაძვირდეს

საქართველოს ეროვნული ვალუტრის რამდენიმე პუნქტით გაუფასურებას საკვებ პროდუქტებზე და მედიკამენტებზე ფასის მატება არ გამოუწვევია. საწვავი კი რამდენიმე თეთრით გაიაფდა. მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლებაა.

რაც შეეხება მედიკამენტებს, დღეის მდგომარეობით მედიკამენტებზე ფასი უცვლელია, თუმცა რეგულირების სააგენტოში ვარაუდობენ, რომ წამლებზე ფასი მომდევნო კვირიდან აიწევს.

ამ ეტაპზე არ შეცვლილა ფასები პირველადი მოხმარების სურსათზეც. პურისა და შაქრის ფასი ჯერ უცვლელია. არ არის გამორიცხული, რომ მომავალი კვირიდან მედიკამენტებთან ერთად პროდუქტის ფასმაც მოიმატოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები