03 ოქტომბერი 2024,   13:13
ვრცლად
"კურიერის"კითხვები ივანიშვილს - რა პასუხი აქვს ყოფილ პრემიერს საკადრო ცვლილებებზე

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად ბათუმიდან თბილისამდე მატარებლით იმგზავრა. 

მატარებელი, რომელიც 16.45 საათზე მახინჯაურიდან  გამოვიდა, თბილისში 21.40 საათზე ჩამოვიდა. 

მგზავრების თქმით, მატარებელი არცერთ სადგურზე არ გაჩერებულა.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა „კურიერთან“ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, „დღეს შაბათია და გამოსასვლელი დღე მაქვს, თქვენს კითხვას პასუხს არ გავცემ.“

არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელმა რკინიგზის სადგური სამოქალაქო გასასვლელიდან დატოვა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები