03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
მძიმე სენით დაავადებული დედა შვილებისთვის თავშესაფარს ეძებს

მძიმედ დაავადებული ქალი თავისი შვილებისთვის თავშესაფარს ეძებს. ხუთი შვილის დედას მესამე სტადიის კიბო აქვს.

სამკურნალოდ გამოტანილი კრედიტის და ბინის ქირის გასტუმრებას ოჯახი სოციალური დახმარებით ცდილობს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და დედის დახმარებას უფროსი შვილები ქუჩაში მუშაობით ცდილობენ.

სოფო კვინიკაძეს ბიოპსია და მუდმივი კონტროლი ესაჭიროება. თუმცა, ფინანსების არქონის გამო, მკურნალობას ვერ ახერხებს.

კვინიკაძეების ოჯახს არც საკმარისი საკვები აქვს. ისინი ძირითადად უფასო სასადილოდან მოტანილი მცირე ულუფის იმედად არიან დარჩენილნი. სახლში, სადაც კვინიკაძეები ცხოვრობენ, არც გათბობა და არც საჭირო ავეჯია. 

სახლი, სადაც კვინიკაძეები ახლა ცხოვრობენ, იყიდება და ოჯახი, შესაძლოა, თავშესაფრის გარეშე დარჩეს. ისინი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები