03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
2015 წლის იანვრიდან საქართველოში "ტრენერთა სკოლა" ამოქმედდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პირველად საქართველოში „ტრენერთა სკოლა“ ამოქმედდება. პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2015 წლის იანვრიდან უნდა განხორციელოს.

პროექტის ავტორთა თქმით, ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება სრულფასოვანი კურსი გაიაროს და გარკვეული მიმართულების პროფესიონალ ტრენერად ჩამოყალიბდეს.

„ტრენერთა სკოლის“ პროგრამის ფარგლებში, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანი იყო ეფექტური ტრენინგის სტანდარტის გაცნობა, წარმატებული გამოცდილების გაზიარება და დამკვიდრება.

კონფერენციას, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გახსნა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის, აშშ საელჩოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო და საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები