03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
კონკურსის „ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, საერთაშორისო კონკურსის - „ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. კომპანია „ჰაიდელბერგცემენტმა“ საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსი Quarry life Award მსოფლიოს 21 ქვეყანაში გამოაცხადა.

კონკურსი მიზნად ისახავდა კარიერების ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და განვითარებაში ცნობიერების ამაღლებას. მსოფლიოს 21 ქვეყნიდან სტუდენტებს, მეცნიერებსა და ექსპერტებს შესაძლებლობა ჰქონდათ საპროექტო წინადადებები წარედგინათ.

თითოეულ ქვეყანაში, ეროვნული ჟიურის მიერ შერჩეული, 5 საუკეთესო პროექტის ავტორს საერთაშორისო სერთიფიკატი, ხოლო 3 გამარჯვებული პროექტის ავტორს, „ჰაიდელბერგცემენტისგან“ ფულადი პრიზები - 5 ათასი, 3 ათასი და ათას 500 ევრო გადაეცათ.

დღის ამბები