03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
რუსთავ-თბილისს შორის მგზავრობის საფასურის გაძვირებას მძღოლები უარყოფენ

მგზავრობის ღირებულება რუსთავი-თბილისის სამართშრუტო ტაქსებზე უცვლელი რჩება. ინფორმაცია, დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების გამო მგზავრობის გაძვირების შესახებ, მძღოლებმა უარყვეს.

მათი თქმით, ამ ეტაპზე სამარშრუტო ხაზის მფლობელი კომპანია თანხის მომატებას არ აპირებს. ამჟამად რუსთავი-თბილისის სამართშრუტო ტაქსით მგზავრობა მინიმუმ ლარი და 30 თეთრი ღირს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ლარის გაუფასურების პროცესისა, საწვავის ფასი ქართულ ბაზარზე შემცირდა.  

დღის ამბები