03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
საქართველოს რკინიგზა უარყოფს, რომ მატარებელი რომლითაც ივანიშვილმა იმგზავრა არცერთ სადგურზე არ გაჩერებულა

საქართველოს რკინიგზა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გუშინ ბათუმი-თბილისის მატარებელი, რომლითაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იმგზავრა არცერთ სადგურზე არ გაჩერებულა.

რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, დაჩი ცაგურიას განცხადებით მატარებელი გაჩერდა ყველა სადგურზე, რომელიც გათვალისწინებული იყო და რომელზეც აქამდეც ყოველთვის ჩერდებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად ბათუმიდან თბილისამდე მატარებლით იმგზავრა. 

მატარებელი, რომელიც 16.45 საათზე მახინჯაურიდან  გამოვიდა, თბილისში 21.40 საათზე ჩამოვიდა. 

იმის შესახებ, რომ ტრანსპორტი არცერთ სადგურზე არ გაჩერებულა, მგზავრებმა განაცხადეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები