03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
ხანძარი ბათუმში - ე.წ. "ხოფის ბაზრობა" იწვის

აფეთქებების ხმა ისმის ამ წუთებში ბათუმში - ცეცხლი უკიდია ე.წ. "ხოფის ბაზრობის" ნაწილს.

უკვე დამწვარია 500 კვადტარულ მეტრამდე ფართობი - მათ შორის არის მაღაზიები, სადაც პიროტექტნიკა იყიდება. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად სწორედ სასახალწლო შუშხუნებს გაუჩნდა. ადგილზე მობილზიებულია ქალაქის სახანძრო სამსახურები, თუმცა მეხანძრეები ცეცხლის ლიკვიდირებას მისი მასშტაბებიდან გამომდინარე ვერ ახერხებენ.

ბათუმის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის, ხუსეინ სირაბიძის თქმით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. არ არიან დაშავებულები. 

 

ხანძარი ხოფის ბაზრობაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაჩნდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები