03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
ზუგდიდში საატესტაციო გამოცდების ჩაბარებისას 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდში საატესტაციო გამოცდების ჩაბარებისას 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გივი ფიფიამ გამოცდის დაწყებიდან დაახლოებით 20 წუთში თავი შეუძლოდ იგრძნო.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმებს ის კრიტიკულ მდგომარეობაში დახვდათ, თუმცა პაციენტი მაინც გადაიყვანეს ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ის მალევე გარდაიცვალა. ექიმების ტქმით, გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი იყო. 

გივი ფიფია პრივატიზაციის სამმართველოს უფროსად მუშაობდა და წლების განმავლობაში საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. მისთვის ეს უკვე მეორე საატესტაციო გამოცდა იყო.  

დღის ამბები