03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებებს ამონტაჟებენ

რუსთაველის გამზირი ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით დილიდან გადაკეტილია.

ავტომანქანებისთვის მოძრაობა ვარდების მოედნის ტერიტორიიდან აკრძალულია. ქალაქის მთავარ გამზრიზე საახალწლო ილუმინაციები და განათებები მონტაჟდება.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია რუსთაველის პარალელური ქუჩებით. ადგილზე ვითარებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ. მოძრაობა რუსთაველზე დღეს საღამოდან განახლდება.

თბილისის საახალწლოდ მორთვა 20 დეკემბრისთვის დასრულდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები