03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
ავარია მარჯანიშვილის ხიდთან - სასწრაფო დახმარების მანქანას მერსედესის მარკის მანქანა შეეჯახა

მარჯანიშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს შეეჯახა მერსედესის მარკის მანქანა და სასწრაფო დახმარების მანქანა. დაშავდნენ ექიმები, პაციენტი, რომელიც „სასწრაფოს“ კლინიკაში გადაყავდა და რამდენიმე მგზავრი. მერსედესის მძღოლს ნეკნი აქვს მოტეხილი.

თვითმხილველების თქმით, მერსედესის მარკის მანქანა სავალი გზიდან გადავიდა და საწინააღმდეგო მხრიდან მომავალ სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა. ასევე თვითმხილველები აცხადებენ, რომ მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

დღის ამბები