03 ოქტომბერი 2024,   13:14
ვრცლად
გრეგორი ლეპსის კონცერტზე დამსწრეებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს

ამ წუთებში სპორტის სასახლესთან გრეგორი ლეპსის კონცერტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პუტინის მხარდამჭერი მომღერლის კონცერტი საქართველოში არ უნდა ტარდებოდეს, რადგან ეს რუსული პროპაგანდაა.

„არა ოკუპანტის კონცერტს“, „ნუ გაყიდი საქართველოს“, - ამ შინაარსის ტრაფარეტებით აქციის მონაწილეები კონცერტზე მისულებს დახვდნენ. მათ სირცხვილის კორიდორში გავლაც მოუწიათ.

ლეპსი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გულშემატრკივარია და თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, რომელიც რუსულ ჟურნალს მისცა, ყირიმის ანექსიას დაუჭირა მხარი.

კონცერტზე დამსწრე მოქალაქეებმა „კურიერთან“ საუბრისას განაცხადეს, რომ ისინი პოლიტიკას და ხელოვნებას ერთმანეთში არ ურევენ. 

დღის ამბები