03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
რამ გამოიწვია თვითმმართველობების საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა?

ლარის თუ საბიუჯეტო პრობლემების ფინზე ჩინოვნიკების ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. პარალელურად უმწეოთა დახმარების დათვლის სისტემა იცვლება. ორივეგან ზრდაა. ოღონდ ციფრები განსხვავებულია. თუ პირველის შემთხვევაში საქმე გვაქვს თითქმის 26 პროცენტიან ზრდასთან. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთ მხოლოდ 3-4 პროცენტიანი ზრდის იმედი უნდა ქონდეთ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ერთ-ერთი უკანასკნელი კვლევაის მიხედვით, სახელმწიფო მოხელეების შრომის ანაზღაურება 2012 წელთან შედარებით 2013 წელს 13,6 პროცენტით, ხოლო ერთი წლის შემდეგ კიდევ 12, 5 პროცენტით გაიზარდა.

საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდაზე გავლენა რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმამაც იქონია, რომლის გატარების შედეგად, ქვეყანაში მათი რიცხვი 69-დან 76-მდე გაიზარდა და საქართველომ ხუთის ნაცვლად 12 თვითმართველი ქალაქი მიიღო. ასეთმა სტრუქტურულმა დაყოფამ ქალაქისა და თემის თვითმმართველობების ბიუჯეტებში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. 

დღის ამბები