03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
„ხოფის ბაზრობის“ ხანძრის საქმეს შსს 187-ე მუხლით იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ხოფის ბაზრობაზე“ მომხდარ ხანძართან დაკავშრებით გამოძიება მიმდინარეობს. საქმეს სიხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით იძიებენ, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ ხანძარი 7 დეკემბერს შუადღისას გაჩნდა. მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობა გაუჭირდათ, რადგან ხანძრის მთავარი კერა პიროტექნიკის მაღაზია იყო, სადაც ასაფეთქბელი ნივთიერებები გარკვეული დროის განმავლობაში ფეთქდებოდა. თვითმხილველების თქმით, შენობის წინ შემდუღებელი აპარატის ტესტირება ხდებოდა, რაც აალების მიზეზი გახდა. ხანძრის ლიკვიდაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

თვითმხილველების ცნობით, მაშველებმა ბაზრის ტერიტორიიდან 2 ცხედარი გამოიყვანეს. სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ერთი დაზარალებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები