03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
ლეპსის კონცერტის ორგანიზატორებმა „მაესტროს“ ჟურნალისტი გაათავისუფლეს

ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტი ნინი მეტრეველი თავისუფალია. 1 საათისა და 20 წუთის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის შემდეგ მან უკვე დატოვა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. მეტრეველი კონცერტის ორგანიზატორებს ოთახში ჰყავდათ ოპერატორთან ერთად ჩაკეტილი მანამდე, სანამ საქმეში ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო ჟიჟილაშვილი არ ჩაერთო.

ტელეკომპანია „მაესტრომ“ რამდენიმე წუთის წინ „რუსთავი 2“-ს მიაწოდა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ იყვნენ ჟურნალისტი და ოპერატორი ოთახში ჩაკეტეილი და დაცვა როგორ არ აძლევდა უფლებას დაეტოვებინათ შენობა.  

კონცერტის ორგანიზატორმა ლელა ასლანიკაშვილმა კი „მაესტროს“ ხელმძღვანელობა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „მაესტრომ“ სცადა კონცერტის ხარჯზე სკანდალი მოეწყო და ამით საკუთარი რეიტინგი გაეზარდა.

ჟურნალისტის თქმით, კონცერტის ორგანიზატორებმა ის ოთახში მას შემდეგ ჩაკეტეს, რაც ქართული წარმოშობის მომღერალ გრიგორი ლეპსს ჰკითხა უქმნიდა თუ არა დისკომფორტს ვლადიმერ პუტინთან მეგობრობა და სპორტის სასახლესთან მიმდინარე კონცერტის საწინააღმდეგო აქცია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები