03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
აქვთ თუ არა პოლიტიკოსებს ინტერესი აზარტული თამაშების ბიზნესთან?!

აზარტული თამაშების ბაზრის კვლევის პირველ შედეგებს გამოაქვეყნებს დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. კვლევაში შესულია ინფორმაცია ამ დაწესებულებების მფლობელთა შესახებაც. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, სულ ასამდე მოთამაშეა ბაზარზე. კვლევაში შესულია ასევე ინფორმაცია ამ ბიზნესში პოლიტიკოსთა შესაძლო ინტერესების თაობაზე. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აზარტული თამაშების დაწესებულების მფლობელთა გვარები ფიგურირებს პოლიტიკურ პარტიათა შემომწირველთა შორისაც.

"პირველი ანგარიში მოიცავს რამდენიმე ძიერითად საკითხს, ეს არის: ვინ არიან ამ ბაზრის ძირითადი მოთამაშეები და მათ აქვთ თუ არა კავშირები პოლიტიკურ პარტიებთან. რამდენიმე მფლობელი გასულ წლებში იყო, ასე ვთქვათ, შემომწირველი პოლიტიკური პარტიების. ნაციონალური მოძრაობა იყო გასულ წლებში და ერთი შემომწირველი იყო ქართული ოცნების“, - განმარტავს ორგანიზაციის პარტიების ფინანსების მონიტორინგის პროექტის ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი.

დღის ამბები