03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
ლიკანში 4 სახლი დაიწვა და ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ლიკანში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვეა მესხეთის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილი 60 წლის ქალია. ცხედარი მაშველებმა მხოლოდ ცეცხლის ლოკალიზების შემდეგ აღმოაჩინეს. ხანძრის შედეგად 4 სახლი დაიწვა.

სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლების განცხადებით, ოთხივე სახლი ბარაკის ტიპის იყო, რამაც სწრაფი აალება გამოიწვია.

ცეცხლმა სრულად გაანადგურა საოჯახო ტექნიკა, საკვები და ტანსაცმელი. დაზარალებულები დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტროგაყვანილობა გახდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები