03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
დევნილები წეროვანში ბუნებრივი აირის დავალიანების განულებას ითხოვენ

წეროვანის მოსახლეობა ხელისუფლებას წინასაარჩევნო პროგრამას ახსენებს და ბუნებრივ აირზე ძველი დავალიანების განულებას სთხოვს. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სწორედ ამ დაპირების გამო მისცეს ხმა „ქართულ ოცნებას“, რადგან ოჯახებს ძველი დავალიანების გადახდა არ შეუძლიათ. მათი განცხადებით, დავალიანება ოჯახების უმეტესობისთვის ათას ლარს აჭარბებს, გადახდას კი ვერ ახერხებენ.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ გადასახადის განულება ვერ მოხერხდება, თუმცა დავალიანების შეღავათიანი გრაფიკი უკვე შემუშავებულია. კერძოდ, „სოკართან“ ენერგეტიკისა და დევნილთა სამინისტროებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ძველი დავალიანების დაფარვა დევნილებს 15-15 ლარის ოდენობით ეტაპობრივად მოუწევთ. ასევე გადაწყვეტილია, რომ ზამთრის პერიოდში, ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თითოეულ ოჯახს 50 ლარი დაერიცხება. 

დღის ამბები