03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
10 დეკემბერს ცხოველთა უფლებების დღე თბილისშიც აღინიშნება

10 დეკემბერს თბილისში  ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ცხოველთა უფლებების დამცველები 13 საათზე რუსთაველის მეტროსთან გეგმავენ შეკრებას. მათ მსვლელობით პარლამენტის შენობასთან უნდა გადაინაცვლონ.

აქციის ორგანიზატორები არიან „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ და „თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების გადარჩენის და დაცვის ასოციაცია“.

ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში ყოველი წლის 10 დეკემბერს აღინიშნება. მისი მიზანია ადამიანის სისასტიკის მსხვერპლი ცხოველების გახსენება.

„ეს დღე მოგვიწოდებს ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციის აღიარებისკენ. ამ ისტორიული კამპანიის მიზანია ადამიანის უფლებებზე დააშენოს და დაარწმუნოს კაცობრიობა, რომ სიკეთეს და პატივისცემას იმსახურებს ყველა არსება,“ - ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები