03 ოქტომბერი 2024,   13:08
ვრცლად
"ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ" 2014 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა

„ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ“ 2014 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.

გამოვლინდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამებისთვის განკუთვნილი მულტიპლექს პლატფორმის მშენებელი კომპანია და დასრულდა ციფრული მიწისზედა სიგნალის მიმღები აპარატურის შესყიდვის პროცესი. საინფორმაციო კამპანიის აქტიური ფაზა 2015 წლის იანვრიდან დაიწყება.

როგორც ანგარიშის წარდგენის შემდეგ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა დიდი სარგებელია.

"ეს არის დიდი სარგებელი, როგორც მედიისათვის მედიაპლურალიზმის საკითხში, ასევე მომხმარებლისთვის, ვინაიდან მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გაცილებით უფრო მეტი უფასო და ხარისხიანი არხი მიიღოს. აღსანიშნავია ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს როლი რომლის ძირითადი მოვალეობა იყო ამ ყველაფრის კოორდინაცია, ასევე იმ სოციალურად დაუცველი ფენისათვის ე.წ. სეტ ტოპ ბოქსების მიწოდება, რომელიც 2015 წელში დაურიგდებათ," - აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი. 

დღის ამბები