03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
ცოლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული დანაშაულს აღიარებს

მელიქა გასანოვის მკვლელობის მიზეზის მოკლულის ნათესავებმა არ იციან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობას კი, იმის შესახებ, რომ მელიქა გასანოვი ქმარმა ეჭვიანობის გამო მოკლა უარყოფენ.

მელიქა გასანოვი სოფელ თულარიდან 10 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ვერხვიანის გზაზე ნახეს. გამოძიების მიხედვით, ქალის მკვლელობა ქმარმა ნეიმან ედგაროვმა, ჯერ პისტოლეტით სცადა, თუმცა გასროლა ვერ განახორციელა. მოგვიანებით კი ქალს ავტომანქანა დააჯახა და გადაუარა.

მოკლულის შვილი აცხადებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში დედამისს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მისივე მტკიცებით, მშობლებს არასდროს უჩხუბიათ.

„დედა ცუდად იყო, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და იმიტომ, რომ მდგომარეობიდან გამოსულიყო ის მამას ხშირად დაყავდა მანქანით სხვადასხვა ადგილას. რა მოხდა მკვლელობის დღეს და რატომ იმყოფებოდნენ, სოფელ ვერხვიანთან არავინ ვიცით“, - აცხადებს მოკლულის შვილი.

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. პოლიცია მომხდარს განზრახმკვლელობის მუხლით იძიებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები