07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
ჯონ კერის ვიზიტი საქართველოში - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს მდივანი ჯონ კირბი, ჯონ კერის ვიზიტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. მასში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივანი საქართველოში 6 ივლისს ჩამოვა, შეხვდება პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს.

განიხილება სხვადასხვა საკითხები, მათ შორის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და ოქტომბრის არჩევნების წარმატებით ჩატარება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯონ კერი ასევე უხელმძღვანელებს საქართველო- შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ შეხვედრას; შეხვდება პრეზიდენტსა და ოპოზიციის წევრებს.

თბილისში დაგეგმილი ერთ დღიანი ვიზიტის შემდეგ, ჯონ კერი კიევში გაემგზავრება, სადაც ასევე უმაღლესი რანგის შეხვედრებს გამართავს, 8 ივლისს კი ბარაკ ობამასთან ერთად, ვარშავაში ნატოს სამიტს დაესწრება.

დღის ამბები