03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
ყოფილი ჰოსპიტალის შენობიდან 240 ოჯახის იძულებით გასახლება დაიწყო

შეთავაზებულ პირობებზე უარის შემდეგ დევნილთა სამინისტრომ ყოფილი ჰოსპიტალის შენობაში შესახლებული ოჯახების იძულებით გასახლება დაიწყო. დღეს აღმასრულებლების გამოჩენას ისნის რაიონში დაპირისპირება მოყვა.

ცხინვალიდან დევნილებს სამინისტრომ ალტერნატიული საცხოვრებლების დაქირავება შესთავაზა, 3 თვეში კი - უკვე გარემონტებულ საცხოვრებლებში დაბრუნება. დევნილები სამინიტროს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ეჭვობენ, რომ მათ ფართებიდან გაიყვანენ და უსახლკაროდ დატოვებენ.

საცხოვრებლით უზრუნველყოფას სოციალურად დაუცველებსაც ჰპირდებიან, თუმცა მერიის ამ დანაპირების არც მათ სჯერათ.

თბილისის მუნიციპალიტეტში ირწმუნებიან, რომ საცხოვრებლის გარეშე არცერთი სოციალურად დაუცველი არ დარჩება, თუმცა კონრეტული გეგმა ჯერ არ არსებობს.

ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალიდან დევნილების გამოსახლება დღეს დილიდან დაიწყო, რასაც ხმაური მოჰყვა. ადგილზე ნიკა მელია და სოზარ სუბარის მოადგილე მივიდნენ, მოსახლეობასთან დაწყებული საუბარი მოგვიანებით სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზრდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები